Logo-BRC
Batumi Raptor Count
Batumi Raptor Count

სტუდენტური ტრენინგ–პგოგრამა 2012

Batumi Raptor Count (BRC) და Accopian Center for the Environment (ACE) კავკასიისა და შავიზღვისპირეთის რეგიონების სტუდენტებს სთავაზობს „ველური ბუნებისბ“, ასევე „ველური ბუნების კვლევისა და შენარჩუნების“ 2012 წლის საშემოდგომო სასწავლო კურსებს“.

სასწავლო კურსის

დეტალები

ველური ბუნების კვლევისა და შენარჩუნების საშემოდგომო სასწავლო კურსი ჩატარდება, 24 აგვისტო – 6 სექტემბერი.              
ორკვირიანი სასწავლო კურსის პერიოდში, მონაწილეები აქტიური პრაქტიკული ჩართულობის მეშვეობით გაეცნობიან BRC–ს სამეცნიერო საქმიანობას. ჯგუფური მსჯელობის საფუძველზე წარმოდგენილი იქნება BRC–ს მონაცემები მიმდინარე კვლევითი პროექტების შესახებ, მათი მონიტორინგისა და შედეგების ოქმები. მომდევნო ეტაპზე მონაწილეები შეუდგებიან მცირე ჯგუფებში მუშაობას, BRC–ს მიერ 4 წლის განმავლობაში მოპოვებული მნიშვნელოვანი მონაცემების ფორმულირებისთვის, მტაცებელი ფრინველების მიგრაცია,  ქცევა და ეკოლოგია.
მონაწილეებს ყოველდღიურად ექნებათ მიმდინარე პროექტების განხილვის შესაძლებლობა. მათ ასევე შეეძლებათ გაეცნონ უცხოურ ლიტერატურას და მოამზადონ მათთვის საინტერესო და სპეციფიური კითხვები. სასწავლო კურსის ბოლოს მონაწილეები, BRC–ს საერთაშორისო მოხალისეთა და მონიტორინგის გუნდს წარუდგენენ საკუთარი კვლევის შედეგებს ინგლისურ ენაზე.  


ველური ბუნების დაცვის საშემოდგომო სასწავლო კური ჩატარდება, 14 სექტემბერი – 27 სექტემბერი.
მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მონაწილე სტუდენტებს მიეწოდებათ რიგი ძლიერი ლექციებისა ეფექტური სწავლების მეთოდებზე, რის შემდეგაც მათ მიეცემათ მიღებული უნარ–ჩვევების გაზიარებისა და პრაქტიკული გამოყენების საშუალება. სასწავლო კურსის ფარგლებში, მათ ასევე შეეძლებათ რეგიონში არსებული საშუალო სკოლის მოსწავლეთათვის ჩაატარონ რეალური საკლასო გაკვეთილი ან მოამზადონ გასვლითი ღონისძიება გარემოს დაცვისა და შენარჩუნების თემაზე.
აღნიშნული საკლასო გაკვეთილები იქნება შეტანილი სასკოლო განათლების ოფიციალურ წაწსავლო გეგმაში, რომელიც მომზადდა „ბათუმი რაპტორ ქაუნთისა (BRC) და “აკოპიის გარემოს დაცვის ცენტრის” ((ACE) AUA - ამერიკის უნივერსიტეტი სასომხეთში) თანამშრომლობით. ამგვარი ღონისძიება არის უპრეცენდენტო და ის ხორციელდება ადგილობრივ საშუალო სკოლებთან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

მიგრაციის პროცესის პროფესიონალი მკვლევრები და განმანათლებლები, წარმოადგენენ სტუდენტთა პროექტების შექმნისა და განვითარების ყოველმხრივ ინსტრუქტაჟს, ღია ბუნებაში, გასვლითი ღონისძიებების მეშვეობით (ბოტანიკური ბაღი და სხვა). ჩვენ ასევე ვგეგმავთ, ჩავატაროთ მნიშვნელოვანი ლექციები სტუმართათვის, ბუნების დამცველთა ადგილობრივი წარმომადგენლების მეშვეობით. აღნიშნული საკითხის ირგვლივ, ინტერესების უკეთ გაზიარების მიზნით, სტუდენტებს ექნებათ შერეულ ჯგუფში, უცხოელ პროფესიონალებთან და მოყვარულებთან სწავლის შესაძლებლობა.

2012 წლის სტუდენტური გაცვლითი პროგრამა განხორციელდება შემდეგ პრინციპეპზე დაყრდნობით:

  • ერთი ჯგუფი, 10 – 12 სტუდენტის შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას BRC–ს პროექტის სასწავლო კურსში.
  • მონაწილე სტუდენტები წარმოადგენენ კავკასიისა და შავიზღვისპირეთის რეგიონებს: საქართველო, სომხეთი, თურქეთი.
  • მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენს 12 დღეს, რაშიც შედის ორი გასვლითი ღონისძიება ღია ბუნებაში.
  • სტუდენტები იმუშავებენ საერთაშორისო ჯგუფებში, რომლებიც დაკომპლექტდება ბუნების დაცვაზე მომუშავე 20 პროფესიონალ და მოყვარულ მონაწილეთაგან.
  • მიუხედავად სასწავლო კურსის სურვილისამებრ შერჩევისა, სტუდენტები გაივლიან შემდეგ აუცილებელ აქტივობებს:

1. ველური ბუნების კვლევისა და შენარჩუნების  საშემოდგომო სასწავლო კურსი

  • ​2 / 3 დღე – BRC–ს მიმდინარე პროექტებისა და გამოცდილების, ასევე კვლევითი ღონისძიებებისა და მიგრაციის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების გაცნობა.
  • 4 / 5 დღე – მტაცებელ ფრინველთა ოჯახების იდენტიფიცირებისა და მიგრაციის მონიტორინგის პრაქტიკული სავარჯიშოები.
  • 5 / 7 დღე – თემატური ქეისების შესწავლა ჯგუფებში. მონაწილეები მოამზადებენ მცირე პრეზენტაციას შერჩეული თემატიკის შესახებ, ან მტაცებელ ფრინველთა ეკოლოგიის, მიგრაციის, ველური ბუნების შენარჩუნების ან და მონათესავე თემატიკის შესახებ. ამისათვის BRC–ს გუნდი მოგაწვდით შესაძლებელ თემათა ჩამონათვალს და სასარგებლო ლიტერატურას მნიშვნელოვანი წასაკითხი მასალის ჩათვლით.  სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა განამტკიცონ მიღებული ცოდნა და გამოცდილება და მოამზადონ სპეციფიური კითხვები შემდეგ საკიტხებზე;  მტაცებელი ფრინველი ან მიგრაციის კვლევა, სასურველია ყურადღება გამახვილდეს ფრინველთა ოდენობაზე მიგრირების საწყისი წერტილიდან.
  •  დღე – გასვლითი ღონისძიებები ფრინველთა მარკირების ადგილებზე და, ასევე კულტურული გასვლითი ღონისძიებები.

2. ველური ბუნების დაცვის საშემოდგომო სასწავლო კურსი

  • 2 / 3 დღე – შესავალი ნაწილი – BRC–ს საქმიანობა და გამოცდილება, ძირითადი პრინციპები და ველური ბუნების შესწავლის სპეციფიურობა.  აღნიშნულ სესიებს წარუძღვებიან კავკასიაში გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე მოწვეული ლექტორები.  
  • 6 / 8 დღე – საშუალო სკოლების სასწავლო პროგრამის წარდგენა, რომელიც შეიქმნა BRC–ს მიერ, საგანმანათლებლო სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობით: სასწავლო კურსის მომზადება მცირე ჯგუფებში, 12 – 14 წლის სკოლის მოსწავლეთათვის, მტაცებელ ფრინველთა ეკოლოგიის ან ველური ბუნების დაცვის მონათესავე საკითხებზე.
  • 2 / 3 დღე – გუნდური ლექციები რეგიონულ სკოლებში: საგანმანათლებლო სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერით, სტუდენტები ჩაატარებენ საკლასო ლექციებს. მათ, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა გააკეთონ არჩევანი გასვლითი ღონისძიების ან საკლასო ლექციის ჩატარებას შორის.  
  • 2 დღე – გასვლითი ღონისძიებები ფრინველთა მარკირების ადგილებზე და, ასევე კულტურული გასვლითი ღონისძიებები.

სააპლიკაციო პროცედურები:

  • აპლიკაციის მისაღებად ისარგებლეთ მითითებული ლინქით
  • განაცხადის მიღების პირველი წრე დასრულდება 2012 წლის 1 ივნისს.
  • სტუდენტებს, ასევე შეეძლებათ განაცხადის შემოტანა BRC–ს 2012 წლის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, მათ ქალაქებში არსებული უნივერსიტეტის მეშვეობით.  
  • სტუდენტებს, რომელთაც გააჩნიათ მოტივაცია და მონაწილეობის მიღების სურვილი საკუთარი უნივერსიტეტის პრაქტიკული მხარდაჭერით (მგზავრობის თანხა, სასწავლო მასალების თანხა და სხვა...), ასევე შეუძლიათ შემოიტანონ განაცხადი.  
  • გაცნობებთ, რომ მონაწილე სტუდენტების რაოდენობა შეზღუდულია და პრიორიტეტი მიენიჭებათ BRC–ს ოფიციალური პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს, კავკასიისა და შავიზღვისპირეთის რეგიონებიდა.

© Batumi Raptor Count  2008 - 2014