Logo-BRC
Batumi Raptor Count
Sabuko
Batumi Raptor Count

ლექციები

ლექციების მსვლელობისას წარმოგიდგენთ საერთაშორისო სტუმრებს, რაშიც ჩვენ დაგვეხმარებიან მტაცებელ ფრინველთა და ველური ბუნების სპეციალისტები. ჩვენ გვსურს წარმოგიდგინოთ დოქტორი კეიტ ბილდსტეინი (ჰავკი, აშშ), მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის უძველესი თავშესაფარის/ ცენტრის დირექტორი. ის მოგვითხრობს აღნიშნული ცენტრის ისტორიას, მისი მოღვაწეობის სარგებლობასა და მტაცებელთა მიგრაციის დაცვის მნიშვნელობას მსოფლიოს მასშტაბით. ალეხანდრო ონრუბია (მიგრაციის ფონდი, ესპანეთი), წარადგენს მტაცებელ ფრინველთა, ევროპის გავლით მიგრირების, დაკვირვებისა და მონიტორინგის მნიშვნელობას. ერვინ ვან მანენი (ეარს ჰოლისთიქს, ნიდერლანდები), წარმოგიდგენთ მიმინოს ტრადიციულ შეკაზმულობას რეგიონში და მის გამომწვევ მიზეზებს. ანდრეა კორსო (მესინა, იტალია) პრეზენტაციისა და პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით დაგეხმარებათ აღმოსავლეთ პალეარქტიკული მტაცებელი ფრინველების ასაკისა და სქესის დადგენაში.

დოქტორი კეიტ ელ. ბილდსტეინი
დოქტორი კეიტ ელ. ბილსტეინი არის „სარკის აკოპიის, ჰავკის ველური ბუნების სამეცნიერო თავშესაფრის/ ცენტრის“ დირექტორი, რომელიც მდებარეობს: ჰავკის მთა, პენსილვანია, აშშ. მან გამოაქვეყნა 100–ზე მეტი სამეცნიერო დოკუმენტი, რომლებშიც ძირითადი აქცენტი გაკეთებულია მტაცებელთა ეკოლოგიასა და ველური ბუნების დაცვაზე, რისთვისაც ერგო გლობალური აღიარება, როგორც ერთერთი წამყვანი სპეციალისტი აღნიშნულ დარგში, მსოფლიოს მასშტაბით. მისი რამოდენიმე წიგნი და სახელმძღვანელო, რომელიც ეხება მიგრაციის კვლევებს, არის ამ საკითხზე მომუშავე სპეციალისტებისათვის სტანდარტული წყარო. დოქტორი ბილდსტეინი ასევე, აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ველური ბუნების შენარჩუნებაზე მომუშავე სპეციალისტების განვითარების მხარდაჭერას.  უამრავი დამწყები მეცნიერი გადის გადამზადებას და ტრენინგებს უნიკალური პროგრამის მეშვეობით, რომელსაც ახორციელებს „ჰავკის სამეცნიერო თავშესაფარი“ და რომელსაც საფუძველი ჩაეყარა და განვითარდა დოქტორი ბილდსტეინის მიერ. მისი სამუშაო დიდი ხანია აღინიშნება მტაცებელთა ეკოლოგიისა და ველური ბუნების გადარჩენის დარგში, როგორც ერტ–ერთი საუკეთესე. ჩვენ დიდი სიამაყით წარმოგიდგენთ დოქტორ ბილდსტეინს, როგორც ბათუმის ფრინველთა ფესტივალის ერთ ერთ მომხსენებელს.

ერვინ ვან მანენი
ერვინ ვან მანენს აქვს გავლილი გარემოს დაცვის მეცნიერისა და ველური ბუნების გადარჩენის ეკოლოგისტის ტრენინგები. ის ადრეული ბავშვობის ასაკიდან სწავლობდა მტაცებელთა ეკოლოგიასა და ბუებს. მან დაიწყო თავისი მოღვაწეობა ჩრდილოეთის ქორისა და ევრაზიის მიმინოს რიცხოვნობის ეკოლოგიის კვლევით 1980 წლებში, როგორც მკვლევართა გუნდის ერთ–ერთი წევრი, დოქტორი პაულ ოპდამის ხელმძღვანელობით ნიდერლანდებში. ის ასევე, არის ევროპული და ავსტრალიური ბუმბულოვანი ბუებისა და მტაცებლების იდენტიფიცირების ექსპერტი. ერვინმა, უახლოეს ქართველ მეგობრებთან ერთად, ლექსოსთან და GCCW–ს გუნდის სხვა წევრებთან ერთად შეასრულა ველური ბუნების დათვალიერება, საქართველოს რეგიონებში, აქამდე შეუსწავლელი ადგილების აღმოსაჩენად. ასევე, წითელფეხა შევარდენის, ტლანქფეხიანი კაკაჩის, დასავლეთის საიმპერატორო არწივისა და ბეღელი ბუების რიცხოვნობის ან მოშენებისა და დაზამთრების ადგილების აღმოსაჩენად. 

ერვინი არის პიონერი, რომელმაც ქართველ მეგობრებთან, ალექსანდრე (ლექსო) გავაშელიშვილთან, ირაკლი გორაძესთან და სოფიკო ახობაძესთან ერთად გამოიკვლია აჭარა–იმერეთის მტაცებელთა გადაფრენის ტრაექტორია საქართველოში.  ერვინი იყო მიძღვნილი მტაცებელთა დაცვისა და გადარჩენის სტიმულირებისთვის საქართველოში, „BirdLife International“–თან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად,  რომელიც თავის მხრივ იყო ბათუმის ვიწრო დერეფნის შორეული კვლევისა და ახალი ინიციატივის კატალიზატორი, რაც გულისხმობს აჭარის შევარდენით ნადირობის ასოციაციასთან დიალოგის დაწყებას, შევარდენით ნადირობის პრაქტიკის პოპულარიზაციის მიზნით, ფრინველებზე და მტაცებლებზე უკანონო ნადირობის შესაჩერებლად. ამის შედეგად გამოქვეყნდა სტატია „Bird Conservation International“-ში (2001; ტომი 11) დასავლეთ საქართველოში გადამფრენ მტაცებლებზე უკანონო ნადირობის შესახებ.  როგორც სპეციალისტი აღნიშნულ სფეროში, ის წარმოგიდგენთ შევარდენით ნადირობის ტრადიციებს, მიმინოს მოკაზმულობას და რეგიონში მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს საკითხი არის გარემოს გადარჩენის მღელვარე და მნიშვნელოვანი ამბავი საქართველოს ფრინველთა თავისუფალი და უსაფრთხო გადაფრენისათვის.

ანდრეა კორსო
ანდრეა დაიბადა 1975 წლის აგვისტოში, კატანიაში, სიცილია. ფრინველებზე დაკვირვება გახდა მისი მთავარი გადაცება ბოლო 25 წლის განმავლობაში. ის ახდენდა ფოკუსირებას გადაფრენაზე, ტაქსონომიასა და ამოცნობაზე. დღეისათვის ის არის ფრინველებზე დაკვირვებისა და გარემოს დაცვის ერთერთი წამყვანი სპეციალისტი იტალიაში.  როგორც მწერალი, ის არის ავტორი წიგნისა „სიცილიის რეგიონის ყველა ჩიტი“. ის, ასევე არის 300–ზე მეტი წიგნის, სტატიისა და თემის ავტორი და თანაავტორი და მოიცავს ყველაფერს, ფრინველთა მიგრაციის, ამოცნობისა და ტაქსონომიის შესახებ, ასევე ფრინველთა სტატუსსა და გავრცელებას იტალიასა და ევროპაში.  ანდრეა არის ევრაზიის მტაცებელთა ამოცნობისა და მომწიფების პერიოდის სპეციალისტი. მან დაიწყო ფრინველთა მიგრაციის შესწავლა ადრეული 12 წლის ასაკიდან, მესინაში, ხოლო მოგვიანებით მან აღმოაჩინა მიგრაციის სხვა წერტილები, როგორიცაა; იზრაელი, ტუნისი, ყაზახეთი, გიბრალტარი, ფალსტებრო, ბოსფორი და სხვა.. გასულ წელს ჩვენ მოგვეცა საშუალება მოგვეწვია ანდრეა, როგორც ერთ–ერთი მთვლელი BRC–ს გუნდში. დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ მან შეძლო შეესწავლა გადამფრენი მტაცებლები, მათი ფრენის მანერა, ხასიათი, ბუმბულის მრავალფეროვნება და ასაკი. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გამოვიყენოთ მისი გამოცდილება ბათუმის ფრინველთა ფესტივალის განმავლობაში. თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით, ანდრეა დაგვეხმარება აღმოსავლეთ პალეარქტიკული მტაცებლების სქესისა და ასაკის დადგენაში.

© Batumi Raptor Count  2008 - 2014