Logo-BRC
Batumi Raptor Count
Batumi Raptor Count

საერთაშორისო ორგანიზაცია – ბათუმი რაპტორ ქაუნთ (BRC)

საერთაშორისო ორგანიზაცია – ბათუმი რაპტორ ქაუნთ (BRC)
BRC არის არაკომერციული, არამომგებიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მტაცებელ ფრინველთა კვლევისა და დაცვის საკითხებზე, მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე ვიწრო დერეფანში, საქართველოს სამხრეთ–აღმოსავლეთში. ასობით ათასი მტაცებელი და სხვა სახეობის ფრინველი მოგზაურობს ამ არეალში დაზამთრებისა და გამრავლების (ბუდობის) პერიოდში, რაც თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესია გადამფრენი მტაცებლებისათვის. სამწუხაროდ, უამრავი მათგანი უკანონო და არალეგალური ნადირობის მსხვერპლი ხდება. 

ჩვენი გამოცდილება
BRC არის გარემოს დაცვითი ორგანიზაცია და მუშაობს 850,000 მტაცებელი ფრინველის მონიტორინგსა და მათ გადარჩენაზე, რომლებიც მიგრირებენ ყოველ შემოდგომაზე ბათუმის ვიწრო დერეფნის გავლით. ახალგაზრდა და მოწინავე აზროვნების მქონე ორგანიზაცია BRC 2008 წლის შემდებ ბათუმიდან უწევს კოორდინაციას რეგიონში მტაცებლების დათვლასა და მათ აღრიცხვას. თავდაპირველად BRC დაარსდა როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია, მაგრამ მას შემდეგ რაც იმატა მტაცებლებზე უკანონო ნადირობის დენდენციამ, იმატა ორგანიზაციის ფუნქციებმაც და ამიერიდან მის მისიაში ასევე შედის მონიტორინგი და გარემოს დაცვა. 

ჩვენ ვეძებთ გამოსავალს, რომელიც დაეხმარება, როგორც ფრინველებს, ასევე ადამიანებსაც.
BRC განიხილავს ბუნების დაცვის ახალი მიდგომის გზებს, ურთიერთ სასარგებლო მიზნების მისაღწევად. ჩვენი სამუშაოს ერთ–ერთ ნაწილს წარმოადგენს ადგილობრივი ოჯახების შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა. ადგილობრივ ოჯახებში დაბინავებული სტუმრები შეძლებენ 50,000–ზე მეტ გადამფრენ მტაცებელზე დაკვირვებას ყოველდღიურად, ამით ისინი მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივი ოჯახების ეკონომიკური განვითარების პროცესში.
ჩვენი საქმიანობის სხვა ასპექტს წარმოადგენს განათლება: ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას ვთავაზობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრეინინგებს, მათი შეგნებისა და პროფესიონალიზმის დონის ასამაღლებლად. გარდა ამისა, ჩვენ ვუზრუნველყოფთ განათლებას ადგილობრივ სკოლებში, იმისათვის, რომ ბავშვებმა შეიგრძნონ ამ უჩვეულო ბუნების სენსაციურობა.
ჩვენი ორგანიზაციის გვირგვინია ბათუმის ფრინველთა ფესტივალის ორგანიზება, რომელიც გაიმართება 2012 წლის 19–23 სექტემბერს, ჩვენი ორგანიზაციის 5 წლის თავის აღსანიშნავად. ეს ღონისძიება მოეწყობა მნიშვნელოვანი რეგიონალური და საერთაშორისო ასოციაციების ჩართულობით, რომლებიც მუშაობენ გარემოს დაცვაზე, ეკოტურიზმსა და ეკოლოგიურ განათლებაზე, ისევე, როგორც აჭარის რეგიონის ფართო საზოგადოება. ჩვენი ორგანიზაცია, აღნიშნული ღონისძიებისთვის ელოდება ასზე მეტ სტუმარს უცხოეთიდან.

გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს ვებ–გვერდს და თქვენ მიიღებთ დაწვრილებით ინფორმაციას ჩვენი ორგანიზაციისა და მასში მიმდინარე პროექტებისა და საქმიანობის შესახებ, ასევე, თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობაში და მხარი დაუჭიროთ მას –  თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ ფრინველთა ფესტივალს, ასევე, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ფრინველთა თვლისა და იდენტიფიცირების პროცესში.

მმართველობა

© Batumi Raptor Count  2008 - 2014