Logo-BRC
Batumi Raptor Count
Batumi Raptor Count

ბათუმის ფრინველთა ფესტივალი

19 – 23 სექტემბერი, 2012
ძვირფასო BRC–ს თაყვანისმცემელნო, თქვენ მოწვეული ხართ BRC–ს (Batumi Raptor Count) 5 წლის აღსანიშნავ ზეიმზე. BRC–ს დაარსების დღიდან ჩვენ ერთობლივად ვმუშაობდით პროექტის განვითარებაზე, რომელსაც მრავალი ასპექტი გააჩნია.  ჩვენ დავაწესეთ ყოველწლიური მონიტორინგის ჩატარება, რომელიც ხორციელდება ჩვენი მოხალისეების მეშვეობით. ჩვენ, ასევე დავატრენინგეთ დიდი რაოდენობით სტუდენტები რეგიონული გაცვლითი პროგრამიდან და ხელი შევუწყვეთ მათ საბაკალავრო და სამაგისტრო სადისერტაციო ნაშრომების შექმნას.  ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამის შექმნისკენ.

>> პროგრამა
>> ლექციები
>> განთავსება
>> შეკვეთა
>> აფიშა

ჩვენ მოვახდინეთ ლოკალური ეკო–ტურიზმის სტიმულირება ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით. ჩვენ, ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან და ვცდილობთ აქტიური და საზრიანი მოქმედებით გადავჭრათ ფრინველებზე უკანონო ნადირობის პრობლემა და გვსურს, ჩვენი მოტივაცია სხვა ადამიანებსაც გავუზიაროთ. ჩვენი გვიყვარს მტაცებელი ფრინველები და მათი მიგრაციის გასაოცარი ფენომენი, რომლის მოწმენიც ვხდებით ამ არაჩვეულებრივად ლამაზ ქვეყანაში, ყოველი შემოდგომის დადგომისას. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ მიღწეული წარმატებით და გვსურს, რომ  ესდანარჩენ მსოფლიოსაც ვაჩვენოთ. 
თქვენი მონაწილეობა ამ ფესტივალში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამით თქვენ მხარს დაუჭერთ ჩვენს ორგანიზაციას და მოგვცემთ უფრო მეტ ძალას წარმატებული  და მიზანმიმართული მუშაობისთვის.

შეუერთდით Batumi Raptor Count–ის (BRC) მე–5 წლის აღსანიშნავ ზეიმს, გიწვევთ ბათუმის ფრინველთა ფესტივალზე, რომელიც ჩატარდება 2012 წლის 19–23 სექტემბერს.  შემდეგი 4 დღე მოიცავს ფრინველთა მრავალფეროვნებისა და მათი ქცევის გაცნობას, ასევე მიგრაციის პროცესისა და ველური ბუნების გაცნობას. თქვენ გელოდებათ უამრავ მტაცებელ და სხვა გადამფრენ ფრინველებთან შეხვედრა, საინტერესო ლექციები, გემრიელი ქართული ნაციონალური კერძების დაგემოვნება და კომფორტაბელური საცხოვრებელი პირობები თბილ და მყუდრო გარემოში.  მათ, ვისაც სურთ განსხვავებულ პირობებში ცხოვრება, შეეძლებათ გააკეთონ არჩევანი სასტუმროსა და ოჯახში ცხოვრებას შორის.

პროგრამა
ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის საინტერესო ყოველდღიურ ექსკურსიებს. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა აირჩიოღ ექსკურსიის ტიპი და ადგილი: (ფრინველთა დაკვირვება ჩვენს სათვალთვალო ობიექტებზე ან სხვა წერტილებში რეგიონის მასშტაბით, ასევე, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ბოტანიკური ბაღი, ბათუმის პორტი და მდინარე ჭოროხის სანაპიროები). თქვენ ასევე, გექნებათ შესაძლებლობა იხილოთ ნაციონალური პარკები: მტირალას, ქობულეთისა და კოლხეთის. ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველა გასვლითი ღონისძიება განხორციელდება მცირე ჯგუფებით, რომელსაც წარუძღვება გამოცდილი მეგზური.

ლექციები
ჩატარდება რიგი საინტერესო ლექციებისა, რომლებსაც წარუძღვებიან მტაცებელ ფრინველებთან და ველური ბუნების გადარჩენაზე მომუშავე გამოცდილი სპეციალისტები. წარმოდგენილია დოკტორი კეიტ ბილდსტეინი (ჰაუკი, აშშ), როგორც მტაცებელ ფრინველთა უძველესი ცენტრის და თავშესაფრის დირექტორი. ის წარადგენს ამავე თავშესაფრის ისტორიასა და მნიშვნელობას, რითაც მან მოიხვეჭა წარმატება მტაცებელ ფრინველთა დაცვაზე მუშაობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ალეხანდრო ონრუბია (მიგრაციის ფონდი, ესპანეთი), წარადგენს მტაცებელ ფრინველთა, ევროპის გავლით მიგრირების, დაკვირვებისა და მონიტორინგის მნიშვნელობას.  ერვინ ვან მანენი (ეარს ჰოლისთიქს, ნიდერლანდები), წარმოგიდგენთ მიმინოს ტრადიციულ შეკაზმულობას რეგიონში და მის გამომწვევ მიზეზებს. ანდრეა კორსო (მესინა, იტალია) პრეზენტაციისა და პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით დაგეხმარებათ აღმოსავლეთ პალეარქტიკული მტაცებელი ფრინველების ასაკისა და სქესის დადგენაში.

განთავსება და ფასები
ფესტივალის მსვლელობისას ჩვენ გთავაზობთ ორი ტიპის განთავსებას განსხვავებული საცხოვრებელი პირობებითა და ფასებით.
პირველი, ეს არის 3 ვარსკვლავიანი, მაღალი კლასის კომფორტაბელური სასტუმრო, სადაც უშუალოდ ჩატარდება ფესტივალი.
მეორე, ეს არის ოჯახებში განთავსება, სოფელ სახალვაშოსი, იქ სადაც მდებარეობს ჩვენი პროექტის თვლისა და კვლევის ცენტრი.

შეკვეთა / ჯავშანი
პირველ ივნისამდე დაჯავშნის შემთხვევაში თქვენ გეძლევათ 10%-ანი ფასდაკლება!

ბათუმის ფრინველთა ფესტივალის გუნდი
festival(at)batumiraptorcount(dot)org

დიდ მადლობას ვუხდით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს მხარდაჭერისათვის.

© Batumi Raptor Count  2008 - 2014