Logo-BRC
painted by Johanna Yourstone
painted by Jenny Eikestam

განთავსება და ფასები

განთავსება
ფესტივალის მსვლელობისას ჩვენ გთავაზობთ ორი ტიპის განთავსებას განსხვავებული საცხოვრებელი პირობებითა და ფასებით.
პირველი, ეს არის 3 ვარსკვლავიანი, მაღალი კლასის კომფორტაბელური სასტუმრო, სადაც უშუალოდ ჩატარდება ფესტივალი.
მეორე, ეს არის ოჯახებში განთავსება, სოფელ სახალვაშოსი, იქ სადაც მდებარეობს ჩვენი პროექტის თვლისა და კვლევის ცენტრი.

სასტუმრო თანამგზავრი
სასტუმრო თანამგზავრი მდებარეობს ზღვის დონიდან 200 მეტრის სიმაღლეზე ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში. მის ერთ მხარეს იხსნება ქალაქის სულისშემკვრელი პანორამული ხედი, მეორე მხარეს, ფრინველთა მიგრაციის მიმართულებით, აჭარის მთიანეთი. 

სასტუმრო კომპლექსი დაარსდა 1986 წელს, ხოლო მთელი კომპლექსის მოცულობაა 9,308 კვ/მ. და მასში შედის; ოთხსართულიანი შენობა, უზარმაზარი ტერასით, რომელიც განთავსებულია სახურავზე, საცურაო აუზი, ღია და დახურული რესტორნები, ბარი და საკონფერენციო დარბაზი, ხოლო ყველაფერი ეს გარშემორტყმულია ტროპიკული მცენარეების ულამაზესი ბაღით. ნაციონალური კერძები წარმოდგენილია მისაღებ ფასებში; საუზმისა და სადილის მენიუს ფასები იწყება 20 – 25 ლარიდან (10 – 12 €). ამიტომ, რესტორანი პოპულარულია არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც.

ფესტივალის განსაკუთრებული ტარიფი ერთ ღამეზე (საუზმისა და საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) არის;
ორ ადგილიანი ოთახი:                                80 ლარი (37 €)
ერთ ადგილიანი ოთახი:                              80 ლარი (37 €)
ლუქსი (3 ადამიანი):                                    95 ლარი (44 €)
ბიზნეს კლასის ლუქსი (5 ადამიანი):        145 ლარი (67 €)

რეზერვაციები გაკეთება შესაძლებელია მოცემული ფორმით შეკვეთის ფორმა. (booking form)
და წინასწარი 30 % –ს დაფარვის შემდეგ.

ოჯახებში განთავსება (Homestays)
BRC, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მუშაობს საოჯახო განთავსების საორგანიზაციო საკითხებზე. ჩვენი მასპინძელი ოჯახები განთავსებულია სოფელ სახალვაშოში, ბათუმის ჩრდილოეთით. ოჯახებში განთავსება მოიცავს კომფორტაბელურ ოთახებს საერთო აბაზანითა და საპირფარეშოთი ადგილობრივ ოჯახში, სადაც თქვენ მიიღებთ საუზმეს, სადილსა და ვახშამს. ასევე შესაძლებელია სადილის მომზადება სამუშაო ობიექტებზე წასაღებად.
ერთი ღამის საფასური ერთ ადამიანზე შეადგენს 50 ლარს. ამაში შედის 25 ლარი (ოჯახებში განთავსება და საკვები), 5 ლარი (გაწეული სერვისის საფასური) და 20 ლარი (BRC–ს შემოწირულობა). შემოწირულობის თანხა უნდა გადაიხადოთ წინასწარ, რის შედეგადაც დასრულდება თქვენი რეზერვაციის პროცესი.
გთხოვთ, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ოჯახი და შემდეგ განაგრძე მოცემულ გვერდზე  ოჯახში განთავსების რეზერვაცია (homestays booking form).
მანამ, სანამ ოჯახში განთავსების რეზერვაციას შეუდგებით, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სოფლიდან და სოფელში ტრანსპორტირება საჭიროებს დამატებით დროს, დაახლოებით 15 წუთი.

ფესტივალის გადასახადი (Fee)
მთლიანი პროგრამის (მთლიანი 4 დღე) საფასური არის:
90 € (რეგულარული ფასი)
60 € (BRC–ს წევრები)
40 ლარი (მონაწილეები კავკასიიდან)
და ასევე, ყველა ექსკურსიის, ტრანსპორტირების, პრაქტიკული სამუშაოების, პრეზენტაციებისა და საზეიმო ბანკეტის ჩათვლით.
ადრეული ფრინველები: Early birds: შეავსე განაცხადი 15 მაისამდე და მოხვდი ფესტივალზე 20%–ს ფასდაკლებით.

საფასურთან დაკავშირებით შეგატყობინებთ თქვენი განაცხადის მიღების შემდეგ.
ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია თანხის გადმორიცხვა წინასწარი, რათა დროულად მოხდეს ჯავშნისა და განთავსები პროცედური დასრულება.

© Batumi Raptor Count  2008 - 2014